Сообщения

მეცხრე დღე

დღევანდელ დღეს გვესაუბრა ტრენერმა მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების სტანდარტზე,ვიმსჯელეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები.     დავათვალიერეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი და მოვნიშნეთ აქტივობები,გადავხედეთ ნამუშევარს,შევიტანეთ საბოლოო შესწორებები.დასრულებული მასალა ავტვირთეთ ბლოგზე.  დიდი მადლობა ქალბატონ თამუნას საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისთვის,გავლილი ტრენინგ-კურსი დაგვეხმარება სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში.
სასწავლო პროექტის პორტფოლიო. გთხოვთ,დაათვალიეროთ და შეაფასოთ ჩემი პორტფოლიო.

მერვე დღე

ტრენერმა გაგვაცნო სამუშაო დღის მიზანი,გავეცანით ი ს ტ სტანდარტებს,დავათვალიერეთ ფასილიტაციის მასალები და შევარჩიეთ გამოსაყენებლად საჭირო ფასილიტაციის მასალა.ტრენინგმა სასიამოვნო სამუშაო გარემოში ჩაიარა.
გთხოვთ შეავსოთ კითხვარი

მეშიდე დღე

დღევანდელ დღეს გავეცანი სწავლის სხვადასხვა სტილს,სწავლის პროცესის დიფერენცირებას,გავეცანი რესურსებს სწავლის ხელშეწყობის მიზნით.მოვირგე მოსწავლის როლი და შევქმენი მოსწავლის პრეზენტაციის ნაშრომი,შევარჩიე შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები.                                                                 შევადგინე შეფასების გეგმა,სადაც გავითვალისწინე  სხვადასხვა შესაძლებლობების და ენობრივი საფუძვლის მქონე მოსწავლეთა საჭიროებები.

მეექვსე დღე

დღევანდელ დღეს დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი.შევიმუშავეთ მოსწავლეთა ორიენტირებული შეფასების სქემა,გამოვაქვეყნეტ ბლოკზე პრეზენტაცია.

მესამე დღე

გავეცანით მიზნებისა და შედეგების სტანდარტებს.შევიმუშავეთ მიზნები სასწავლო პროექტისთვის,გავიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.შევადგინეთ ზოგადი კითხვები,თემატური კითხვები და შინაარსობრივი კითხვები.